პენტელაშვილი იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 18 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პენტელაშვილი იოანე – (XVIII ს. დასასრული – XIX ს. დასაწყისი), მთარგმნელი, მდივან-მწიგნობარი. მოღვაწეობდა ერეკლე მეორის და გიორგი მეფის კარზე. 1798 წ. სომხურიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „მელის წიგნი“ — სომეხი საეკლესიო მოღვაწის ვარდან აიგეკელის (XII—XIIIსს.) მოძღვრებათა კრებულის გადამუშავება-შევსების საფუძველზე ჩამოყალიბებული XVII ს. თხზულება.