ბუკოლიკური პოეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 18 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუკოლიკური პოეზია – (ბერძნ. boucolos - მწყემსი), ანტიკური ბერძნული პოეზიის ერთ-ერთი სახეობა. მისი ძირითადი თემა იყო სოფლის მცხოვრებლების, უპირატესად მწყემსების ცხოვრება. ბუკოლიკური პოეზიის ძირითადი ფორმებია: პასტორალი, იდილია და ეკლოგა. ბუკოლიკური ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევენ თეოკრიტეს (ძვ. წ. III ს.). ცნობილია ვირგილიუსის (ახ. წ. I ს.) ბუკოლიკური ლექსები.