ირონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 21 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირონია − (ბერძნ. είρωνεία − დაცინვა),
- 1. ფარული დაცინვა;
- 2. ტროპის სახეობა, სიტყვის გადატანით. (არაპირდაპირი) მნიშვნელობით ხმარება დაცინვის მიზნით.
ირონიაში სიტყვები და გამოთქმები, მათი საერთო დადებითი მნიშვნელობის მიუხედავად, უარყოფითი შინაარსისაა.
ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა რომ როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზე ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა.
- (ილია).
აქ ფაქიზი, ბრწყინვალე, ლამაზად, კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა, საპირისპირო (უარყოფითი) მნიშვნელობის მომცველია.
ასეთივე ხასიათისაა ი. ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი „ბედნიერი ერი“:
- ჩვენისთანა ბედნიერი
- განა არის სადმე ერი?
- ჩვენისთანა ბედნიერი
ირონიაში განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება ავტორის დამოკიდებულება მოვლენისადმი.
ირონია შეიძლება იყოს როგორც რბილი და მსუბუქი (იუმორი), ისე ბასრი, უარმყოფელი (სარკაზმი).