კომიკური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 22 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომიკური – (ბერძ. სასაცილო) – სასაცილო მოვლენა, მოქმედება, ადამიანი. ემყარება შინაგან წინააღმდეგობას, ან მკვეთრ შეუსაბამობას, ფორმისა და შინაარსის არსებით გათიშვას და ყოველთვის უარყოფითია.

მხატვრულ ლიტერატურაში, საერთოდ, ხელოვნებაში კომიკური წარმოადგენს სინამდვილესთან ადამიანის ესთეტიკური დამოკიდებულების (სინამდვილის მხატვრული ასახვის) თავისებურ სახეობას. მისი ნიშანდობლივი თვისებაა სინამდვილის უარყოფითი მხარეების სასაცილოდ წარმოსახვა, ხოლო თვით სიცილი გვევლინება როგორც ასახული მოვლენის შეფასება, უარყოფა. კომიკური წარმოსახვა სისტემის სახით დამახასიათებელია კომედიისათვის, საერთოდ კი იგი ხელოვნების ყველა დარგისა და ჟანრის სფეროში ვლინდება.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები