კონსონანსი (პოეზია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:56, 23 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონსონანსი – (ფრანგ. consonance < ლათ. consonantia – კეთილხმოვანება. შეხმატკბილება) – არაზუსტი რითმის სახეობა, ასონანსის საპირისპირო, ხასიათდება თანხმოვანთა იგივეობით ან მსგავსებით და ხმოვანთა (ერთი ან ორი ხმოვნის) სხვაობით:
- ვაჟნი ეძებდნენ მთებში ხაზინას,
- თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,
- არც დაგვასვენეს, არც დ აგვაძინეს
- და ასე კიდეც შემოგვათენდა.