მიძღვნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 25 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიძღვნა – წარწერა მხატვრულ ნაწარმოებზე, რომელიც გადმოგვცემს, თუ ვის უძღვნა, ან რა მოვლენის აღსანიშნავად შექმნა მწერალმა ეს ნაწარმოები. მაგალითად, პოემა „გამზრდელი" აკაკი წერეთელმა უძღვნა პედაგოგებს. ზოგჯერ მიძღვნა წარმოადგენს დამოუკიდებელ მხატვრულ ნაწარმოებს, ლირიკულ ლექსს (მაგალითად, გრ. ორბელიანის „ანტონი“).