ომონიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:58, 28 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომონიმი – (ბერძნ. ὁμός — ერთნაირი ὄνυμα –სახელი), სინონიმის საპირისპირო მოვლენა: შინაარსით განსხვავებული, მაგრამ ბგერითი ფორმით ერთნაირი სიტყვები. მაგალითად: ხელი –ადამიანის სხეულის ნაწილი და ხელი – გიჟი.

ი. ჭავჭავაძე ლექსს „პასუხის პასუხი“ ასეთი ომონიმით იწყებს:


ჩვენ უჩინონი.
ჩვენ უჩინონი.

პირველი უჩინონი ნიშნავს გამოუჩინებელთ (აუღიარებელთ, უცნობთ), მეორე – ჩინის არ მქონეთ.

ომონიმებს ხშირად იყენებენ რითმებად. ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარი ტრადიცია აქვს ქართულ ლექსს. ომონიმურ რითმებს ქართულ ლექსში მაჯამა ეწოდება.

ომონიმი, როგორც სიტყვათა თავისებური თამაში, ლექსის ბგერითი ორგანიზაციის ერთ-ერთ სახეობასა და ტროპულ ხერხს წარმოადგენს.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები