ოქსიმორონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 28 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოქსიმორონი – (ბერძნ. oxymoron – სიბრიყვე), ტროპის ერთ-ერთი სახე; მკვეთრად კონტრასტულის შერწყმა, მოვლენის ურთიერთსაპირისპირო ნიშნებით განსაზღვრა.
ზოგჯერ ოქსიმორონი, რომელიც არსებითი სახელისა და საწინააღმდეგო აზრის მომცველ ზედსართავისაგან შედგება, წარმოქმნის ფიგურას. მაგალითად: „შესანიშნავი სიკვდილი“, „ახალგაზრდა ბებერი“, „მწარე სიტკბოება“…