მუსეოსი, ორფევსის მოწაფე ამფორას
ფერწერა (ძვ. წ. 440 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი
მუსეოსი – (ბერძნ.) მითოსური მგოსანი, პოეტი და მისანი; ორფევსის საყვარელი მოწაფე. ზოგი გადმოცემის თანახმად, მუსეოსი ორფევსის შვილია. მას მრავალი თხზულების შექმნას მიაწერენ. მათ შორის ასახელებენ პოემა „ევმოლპეას“. მუსეოსის ქმნილებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის