ფავლენიშვილი ოტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:29, 30 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფავლენიშვილი ოტია – (მე-18 ს), მოღვაწეობდა ვახტანგ VI-ის კარზე და 1724 წელს თან გაჰყვა მას რუსეთში. 1738 წელს ჩაირიცხა ქართველ ჰუსართა ასეულში. მას მიაკუთვნებენ პოემა „ვახტანგიანს“ (დაახლოებით 1727-1739), რომელიც საყურადღებო ცნობებს გვაწვდის რუსეთში ვახტანგ VI-ის გამგზავრებასა და ქართლ-კახეთის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. პოემა შედგება შესავლისა და 7 კარისაგან. ტექსტი გამოსცა სოლომონ ყუბანეიშვილმა 1948 წელს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები