ვერგილიუსი პუბლიუს მარონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:51, 30 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პუბლიუს ვერგილიუს მარონი – (ლათ. Publius Vergilius Maro, 70-19 ძვ.წ.), ძველრომაელი პოეტი.
ძირითადი ნაწარმოებები: კრებული „ბუკოლიკები“, დიდაქტიკური პოემა 4 წიგნად „გეორგიკები“, გმირული პოემა „ენეიდა“. მის ნაწარმოებებში ორგანულად შერწყმულია ეპიკურეული და იდილიური მოტივები პოლიტიკურ პრობლემატიკასთან. უდიდესი გავლენა იქონია აღორძინების ეპოქის მწერლობაზე.