რემარკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 31 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რემარკა – (ფრ. remarque – შენიშვნა, აღნიშვნა) – პიესის ტექსტში მოცემული ავტორისეული მითითება, ახსნა-განმარტება, რომელიც დამატებით ინფორმაციას აწვდის მკითხველს, დამდგმელს, მსახიობს; შეიცავს შექმნილი ვითარების, პერსონაჟის გარეგნობის, მანერების და ქცევის დახასიათებას. რემარკას ზოგჯერ იყენებენ საკუთარი პოზიციის ან საერთო ატმოსფეროს გადმოსაცემად (მაგ. ბ. შოუს პიესები) რემარკები განსაკუთრებით დეტალიზებულია ნატურალისტურ დრამაში.