მიმართვა (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 31 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიმართვა – ფიგურის ერთ-ერთი სახე. მის ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნაწარმოების გმირი, ბუნების მოვლენა, რომელიმე საგანი, ქვეყანა, ან მისი ნაწილი, მკითხველი, ხალხი, ადამიანი… მის ფუნქციას შეადგენს რომელიმე განცდის, განწყობილების ან აზრის მეტი სიმკვეთრით, ემოციური ხაზგასმით წარმოსახვა. მიმართვა უმეტესად ლირიკაში გვხვდება.

მაგალითები:


ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი…
(ნ. ბარათაშვილი).


სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა…
(ი. ჭავჭავაძე).


ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში…
(მისივე).


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები