ბეიშე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 27 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეიშე – (ჩინ.) ორთავიანი გველი, რომელიც მთაზე ბინადრობს. სახე ადამიანისა აქვს, მოსავს იისფერი სამოსი და წითელი ქუდი ახურავს. ვინც კი მას თვალს შეასწრებს ან მის ხორცს იგემებს, განმგებელი ხდება; სხვა თქმულებით, მისი შემხედვარე კვდება. ერთმა ბიჭმა მოახერხა მისი მოკვლა და ჩაფლა მიწაში, რომ არასოდეს გამოჩენილიყო.