რუსთველური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:37, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუსთველური – ქართული კლასიკური ლექსის სახეობა, რომლითაც დაწერილია შ. რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“; თექვსმეტმარცვლიანი მაღალი და დაბალი შაირი ოთხსტრიქონიანი სტროფითა და მოსაზღვრე რითმით:
- რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
- ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
- ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთეალავი ფერითა,
- და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.