სიუჟეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიუჟეტი – (ფრანგ. sujet – საგანი), ეპიკურ და დრამატულ ნაწარმოებებში განსახიერებული მოქმედების, კონფლიქტის, სიტუაციებისა და ხასიათების თანმიმდევრობა, წყობა, შინაგანი კავშირი. იგი არსებითად გვევლინება, როგორც ფაბულის მხატვრული გაშლა, გარდასახვა მწერლის იდეური პოზიციის, მხატვრული კონცეფციისა (მხატვრული მეთოდისა) და შემოქმედებითი ინდივიდუალობის შესაბამისად.