ტრიოლეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიოლეტი – რვატაეპიანი ლექსი რომელშიც პირველი ტაეპი მეოთხე და მეშვიდე ტაეპადაც მეორდება ხოლო მეორე ტაეპი – მერვედ. რითმული წყობა კი ამგვარია: abaaabab.
მაგალითად:
- ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა...
- ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
- შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
- ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
- მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
- ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი,
- ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
- ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.