ფაბულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:31, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფაბულა – (ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), სიუჟეტის უშუალო საფუძველი, მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის, მოქმედების სქემა, ძირითადი ქარგა. უპირველეს ყოვლისა, ვლინდება როგორც თემის ხორცშესხმა (გასინამდვილება), გარკვეული მოვლენებისა და ადამიანების სახით წარმოდგენა, კონკრეტულობის პირველი საფეხური, ამბის დროსა და სივრცეში მოცემული მიზეზობრივი თანმიმდევრობა. იგი არ მოიცავს არც იდეურს და არც მხატვრულ განზოგადებას, თუმცა მისი ხასიათი ორგანულად უკავშირდება ორივე მათგანს. მისი იდეურ-მხატვრული გარდასახვის საფუძველზე იქმნებასი სიუჟეტი.