გუნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 28 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუნი – (ჩინ.) დიდი თევზი, წარღვნის შემკავებელი. გუნი ცხრა წელი აშენებდა ჯებირებს, მაგრამ ვერ შეძლო წარღვნის წყლებისგან ხმელეთის დაცვა. ბოლოს, უზენაეს ღმერთს მოსტაცა თვითმზარდი მიწა, რათა დაბრკოლება შეექმნა წარღვნისთვის, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა. წარღვნის წყლებს საბოლოოდ მისი შვილი იუი ძლევს.