აბაზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 19 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზები – (საკუთარი სახელწოდება აბაზა, აფხ. აშვი) აფხაზების მონათესავე ხალხი. ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის მიდამოებში, ლაპარაკობდნენ აბაზურ ენაზე. აბაზების წინაპრები სახლობდნენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთით. აფხაზთა ტომების შერწყმის პროცესმა (I ათასწ.) აბაზებიც ჩაითრია, მაგრამ აბაზებისა და აფხაზთა ტომების სუსტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის გამო მათი საბოლოო შერწყმა არ მოხდა.