აბაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 19 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზი – ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა, შემოიღო ირანში აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში, სადაც აბაზს ჭრიდნენ XVII საუკუნის I მეოთხედიდან XVIII საუკუნის მიწურულამდე.