არენდტი ჰანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰანა არენდტი

ჰანა არენდტი – (ინგლ. Hannah Arendt; დ. 14 ოქტომბერი, 1906, ლინდენი — გ. 4 დეკემბერი, 1975, ნიუ-იორკი), გერმანელი პოლიტიკის თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი.

საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში აღიზარდა. 1933წ. ნაციზმისაგან თავის დასაღწევად გერმანიიდან გაიქცა და საბოლოოდ აშშ-ში დასახლდა, სადაც დაიგდო კიდეც სახელი. ჰანა არენდტის მრავალფეროვან და მრავალმხრივ გამორჩეულ ნაშრომებზე ჰაიდეგერის (1883-1976) და იასპერსის (1889-1976) ეგზისტენციალიზმმა იქონია გავლენა, რასაც არენდტი „შეუზღუდავ აზროვნებად“ ახასიათებს. მის საუკეთესო ნაშრომებს შორის აღსანიშნავია „ტოტალიტარიზმის საფუძვლები“ (1951), სადაც ნაცისტურ გერმანიასა და სტალინისტურ რუსეთს შორისაა პარალელები გავლებული; მისი უდიდესი ფილოსოფიური ნაშრომებია „ადამიანური გარემო“ (1958); „რევოლუციის თაობაზე“ (1963) და აიჰმანი იერუსალემში (1963). ამ უკანასკნელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რაკიღა თავად აიჰმანის „ბანალურ ბოროტებად“, ანუ რიგით ნაცისტ ჩინოსნად და არა — ფაშისტური იდეოლოგიის ფანატიკოსად სახავს.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები