პოლიარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 24 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიარქია − (Polyarchy, სიტყვა-სიტყვით − „ბევრის მმართველობა“), როგორც წესი, თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუციებთან და პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული. როგორც რეჟიმის ერთ-ერთი სახეობა, პოლიარქია უთუოდ განსხვავდება ყველა არადემოკრატიული და არასაკმარისად დემოკრატიული სისტემებისაგან, რომლებიც სახელმწიფოს მმართველობაში პირდაპირი მონაწილეობის კლასიკურ, ანუ ე.წ. ათენურ მოდელს ეფუძნებიან. პოლიარქიას შეიძლება „ნედლი“ ან „უმწიფარი“ დემოკრატიის ანალოგიც ვუწოდოთ, რამდენადაც ხელისუფალნი მეტ-ნაკლებად მაინც იმ ინსტიტუტების მეშვეობით მართავენ ქვეყანას, რომლებიც ხელისუფლებას ამომრჩეველთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებას აიძულებენ. მისი ძირითადი თვისებებია:

  • ხელისუფლებას არჩეული თანამდებობის პირნი წარმოადგენენ.
  • არჩევნები თავისუფალია და სამართლიანი.
  • პრაქტიკულად ყველა სრულწლოვანს შეუძლია ხმის მიცემა. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არანაირად არ იზღუდება.
  • თავისუფალი აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს, ყველას აქვს კრიტიკისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
  • მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე.
  • სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები თუ ასოციაციები, ძირითადად, დამოუკიდებელნი არიან ხელისუფლებისაგან.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები