როულზი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ როულზი – (1921-2002), ამერიკელი მეცნიერი, პოლიტოლოგი. მისი მთავარი ნაშრომი — „სამართლის თეორია“ (1970), საუკეთესოდ მიიჩნევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისურ ენაზე პოლიტიკური ფილოსოფიის დარგში შექმნილ ნაწარმოებთა შორის. მან ერთნაირად დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიბერალებსა თუ სოციალ-დემოკრატებზე. როულზმა „სამართლის, როგორც სამართლიანობის“ თეორია შემოგვთავაზა, რომელიც იმ რწმენას ეყრდნობა, რომ სოციალური უსამართლობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართლდეს, თუკი ნაკლებად პრივილეგირებულთა სასარგებლოდაა დაშვებული (ვთქვათ, მათთვის მუშაობის სტიმულის მისაცემად).

როულზისეული სამართლიანობის გაგება მისი რწმენიდან მომდინარეობს: იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, ვინც წინდაწინ არაფერი იცის საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების თაობაზე, არაეგალიტარულ საზოგადოებაში ცხოვრებას ეგალიტარულში ცხოვრება ურჩევნია; და რადგან ადამიანთა უმეტესობას, გამდიდრების სურვილზე მეტად, სიღარიბის შიში კლავს, სიმდიდრის გადანაწილებისა და საყოველთაო კეთილდღეობისაკენ მოწოდებანი, შესაძლოა, სწორედაც რომ სამართლიანობის პრინციპს დავაყრდნოთ. როულზის ადრეულმა, უნივერსალისტურმა შეხედულებამ გარკვეულწილად ნირი იცვალა მის „პოლიტიკურ ლიბერალიზმში“ (1993)


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები