აბაშიძე ივანე (სოლომონ I-ის შვილიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:05, 2 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე აბაშიძე – (გ. 1822 წ), იმერეთის 1819-20 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, სოლომონ I-ის ასულის დარეჯანის ძე. აჯანყების გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის თავადაზნაურობის გადაწყვეტილებით ივანე აბაშიძეს სამეფო ტახტი უნდა დაეკავებინა, მას ფარული კავშირი ჰქონდა ცარიზმის წარმომადგენლებთან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ნდობა მაინც ვერ დაიმსახურა. მთავრობამ 1920 წლის თებერვალში მისი დაპატიმრება და რუსეთში გადასახლება გადაწყვიტა. აბაშიძე გურიაში გაიქცა, გაზაფხულზე კი მეფობის მიღების ან მთავრობასთან შერიგების იმედით ისევ იმერეთში დაბრუნდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა. აქედან კვლავ შეეცადა იმერეთში დაბრუნებას და მთავრობასთან შერიგებას. ორპირობისა და უპრინციპობის გამო ივანე აბაშიძეს მომხრეები განუდგნენ და ახალციხეში მოკლეს.

წყარო

საქართველოს ისტორია:ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები