გელაძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ გელაძე – ქართველი პედაგოგი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1957 წლის 24 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულში. 1974 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1983 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).

1983-1990 წლებში მუშაობდა რიყეთის საშუალო სკოლაში, რუსული ენის, ლიტერატურის და გერმანული ენის მასწავლებლად, 1990-2007 წლამდე – დანისპარაულის საშუალო სკოლაში (დირექტორის მოადგილედ დაწყებითი სამხედრო მომზადების დარგში), შემდგომ ქართული ენის, ლიტერატურის, გერმანული ენის და სამოქალაქო თავდაცვის მასწავლებლად.

2007-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის დახმარების ასოციაცია „სად“-ში.

2010 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს გამომცემლობის რედაქტორია.

ავტორია ლექსთა კრებულისა – „ჩემით იწყება საქართველო“ (2018). გადათარგმნილი აქვს არაერთი რელიგიურ-თეოლოგიური ხასიათის ლიტერატურა.

წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები