ელინები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:56, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელინები – (ბერძნ.) თავდაპირველად ელინები ერქვათ საბერძნეთის ჩრდილო ნაწილში მცხოვრებ ტომებს. მალე ეს სახელწოდება მთელ ბერძნებზე გავრცელდა. ძვ.წ. V საუკუნიდან ელინებს მხოლოდ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ხალხებს უწოდებდნენ და განასხვავებდნენ მათ ყველა არაბერძნულენოვან (ბარბაროს) ხალხთაგან. ელინიზმის ეპოქაში ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ხალხებსაც, რომლებიც ბერძნულ სამყაროს ზიარებული კულტურის წარმომადგენელნი იყვნენ.