აბაშიძე ქაიხოსრო (იმერეთის აჯანყების 1810 მონაწილე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:01, 9 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაიხოსრო აბაშიძე – (გ. 26 VIII. 1810 წ.), იმერეთის აჯანყების (1810 წ) აქტიური მონაწილე. სოლომონ II-ის მომხრე. მისი მამული, ზემო საქარა მეამბოხეთა თავშესაფარი იყო. ქაიხოსრო აბაშიძემ მდინარე ყვირილას ხეობაში ორი ათასამდე კაცით დაიკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა თბილისსა და ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარებს. დაიღუპა სოფელ ცხრაწყაროსთან, გენერალ როზენის რაზმთან შეტაკების დროს.


წყარო

საქართველოს ისტორია:ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები