სამსონია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე სამსონია – (1931-2001), მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა ქალაქ ბათუმში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.

მისი მწერლური დებიუტი 1957 წელს შედგა, როდესაც გამოაქვეყნა მოთხრობა „მე და ჩემი დიასახლისი".

გამოცემული აქვს წიგნები: „ჩემი შვილი სიმონი“ (1963), „ჩვენ ნიჭიერები ვართ“ (1968), „წვიმიანი მზიანეთი“ (1976), „შალვა ჩემო სიხარულო“ (1983), „წვიმაში დაწერილი მოთხრობები" (1981), „ფეხბურთი თავით უნდა ითამაშო“ (1985) და სხვ.

ალექსანდრე სამსონიას პიესები („ზღვა და სიყვარული“, „ძველი ქოლგა“, „ვაჩე ვაჩეიშვილი“, „მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების“, „ორმოცწლიანთა კლუბი", „ზღვა, მზე და სიყვარული" და სხვ.) სამი ათეული წლის მანძილზე იდგმებოდა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად; ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარ რედაქტორად; არჩეული იყო ჟურნალ „ნიანგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, იყო აჭარის პარლამენტის წევრი, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 2001 წელს. დაკრძალულია ქალაქ ბათუმში.

მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას, რომელიც იწყება ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან და მთავრდება დიმიტრი თავდადებულის ქუჩასთან. განთავსებულია ეგნატე ნინოშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩებს შორის.

სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, განთავსებულია მემორიალური დაფა.

წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები