აბოცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:25, 15 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბოცი, (აშოცი) – ისტორიული მხარე საქართველოს სამხრეთ საზღვართან, აგრეთვე დასახლებული პუნქტი, ამ მხარის ცენტრი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ყაიყული ერქვა. იხსენიება V-VII სს. სომხურ წყაროებში. ადრე ხან საქართველოს შემადგენლობაში იყო, ხან სომხეთისა. VII საუკუნიდან საქართველოს ეკუთვნოდა. ძველი ქართული წყაროებით ჯერ სამშვილდის საერისთავოში შედიოდა, შემდეგ კი ლორე-ტაშირის საერისთავოში, რომელსაც მხარგრძელები განაგებდნენ. აბოცი საქართველოს ეკუთვნოდა XVIII საუკუნის დასასრულსაც.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., 4. ტ., თბ., 1973
- ჯანაშია ლ.ნ. ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962