აბრამიძე პავლე
პავლე აბრამიძე – (დ. 19 მარტი, 1901, ვანი ― გ. 3 აპრილი, 1989, თბილისი), საბჭოთა განერალ-მაიორი, მონაწილეობდა ფინეთის ომში, დიდ სამამულო ომში იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგოჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან.
1941 წლის 8 აგვისტოს, გენერალი პ. ი. აბრამიძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს სოფელ პოდვისოკოეს მახლობლად. თავდაპირველად იგი პოლონეთში, ზამოშცში, სამხედრო ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა, შემდეგ კი ჰამელბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. იქიდან, სამხედრო ტყვეებს შორის ანტიგერმანული აგიტაციისთვის, იგი ჯერ ნიურნბერგში, შემდეგ კი ვაისენბურგში გადაიყვანეს.
1945 წლის 4 მაისს იგი მოკავშირეთა ჯარებმა ტყვეობიდან გაათავისუფლა და საბჭოთა კავშირში გაგზავნეს, სადაც დააპატიმრეს, თუმცა ბრალდებები მალევე მოუხსნეს და სამხედრო სამსახურშიც აღადგინეს.
1949 წლიდან სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1956-იდან თადარიგში გავიდა.
პავლე აბრამიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.