აბრამ ურიაყოფილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:35, 15 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბრამ ურიაყოფილი - ქართველი მესტამბე, სამეფო კარის მოძღვარი. მოღვაწეობდა XVIII საუკუნის II ნახევარში. 1762-1768 წლებში ათანასე ამილახვრიშვილის (ამილახვარის) სტამბაში მისი მონაწილეობით დაიბეჭდა 9 საეკლესიო წიგნი. მეფე ერეკლე II-ის სტამბაში იყო „სასტამბო დაზგისმმართველი“ და სტამბის უხუცესი. 1786 წელს ამ სტამბაში მან დაბეჭდა სახარება.