ლაგინოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 24 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლაგინოსი – (ძვ. ბერძ. λάγυνος), ძველბერძნული ცალყურა სურის სახეობა, რომელიც ელინიზმის ხანაში ფართოდ იყო გავრცელებული. მას აქვს ძალიან ვიწრო და, როგორც წესი, მაღალი ყელი, დაბალი და ძალიან ფართო მუცელი, მკვეთრად გამოხატული ფართო მხრებით. ყური, ჩვეულებრიე, ან გრეხილია, ან კიდევ ორლულიანი.