ამფორისკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:04, 27 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამფორისკი – (ძვ. ბერძ. αμφορισκος), ძველბერძნული ჭურჭელი სხვადასხვა სითხის შესანახად თუ გადასატანად. ძირითადად ორი ტიპისაა: პირველი ჩაიდნისებური ფორმისაა (აქვს დაბალი ფართო ქუსლი, დიდი, მაღალი და ზემოთკენ გაგრძელებული ტანი, რომელიც მთავრდება: მოკლე ყელ-პირით), მეორე ტიპის ასკი ბრტყელტარიანია (შუაგულ ში უმბონივით ამობურცული) და მას ზოგჯერ გუტუსს უწოდებენ.