ამბოკვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამბოკვარი – ძუძუთა ბავშვის სულის მომვლელი საიქიოში. ხევსურთა რწმენით, სულეთის ღმერთი სულეთის მკვიდრ უსუსურ ბავშვებს აბარებს ამბოკვრებს, რომელთა მოვალეობას მათზე ზრუნვა შეადგენს. ჭირისუფალი სამზეოდან რძეს „სახელს უდებს“ და ამბოკვარს მიმართავს: „ვინც ჩემის ყმაწვილის ამბოკვარი ხარ ამითამც ადუმებ, ამ ასახვრეტითამც ულბობ პირს, უძუძურობითამც ნუ შეგაწუხებს, უსახვრეტოობითამც ნუ დაგაღონებს. შენიმც საქმარია ეს ზისცვარი“.


ლიტერატურა

მ. ბალიაური, ნ მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 61.



წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები