წავკისის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 11 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Nshengelaia (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წავკისის ქუჩა - ქუჩა თბილისში. ძველი თბილისის რაიონი (სოლოლაკი): ამაღლების ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX ს-ში, 1900-მდე წყალსადინარის I ქუჩა ერქვა. შემდეგ – წავკისის შესახვევი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წ. შედგენილ ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წ. გეგმაზე დატანილია როგორც წავკისის ქუჩა, აქვს 2. შესახვევი (I შესახვევი – ყოფილი შუა შესახვევი. შემდეგ – II შესახვევი – ყოფილი წავკისის გასასვლელი, შემდეგ – I შესახვევი).