ბესლეთი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:41, 12 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბესლეთი – (აფხ. ბასლა), მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. ბესლეთი კარსტული მდინარეა, სათავეს კარსტული წყაროებიდან იღებს. შუა საუკუნეებში მას ცხომის მდინარე ეწოდებოდა ქ. ცხომის (ამჟ. სოხუმი) სახელის მიხედვით. ბესლეთს სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 81,5 კმ². ბესლეთი 4 კმ-იანი კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდინარე კელასურთან.