მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 17 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Nshengelaia (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
- მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა − ქუჩა თბილისში. ძველი თბილისის რაიონი (ძველი კუკია); ლევ ტოლსტოის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში გერმანული მოახალშენეების დასახლების შემდეგ და დაერქვა ელიბაძედის ქუჩა (დატანილია თბილისის 1851 წ. გეგმაზე). 1922 – კლარა ცეტკინის, 1990 მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელი ეწოდა. 1850 ელისაბედის ქუჩაზე ამუშავდა თბილისში პირველი ლუდის ქარხანა, რომლის მფლობელი იყო გერმანელი მადერი. ამჟამად ამ ადგილას ფუნქციონირებს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი სააქციო საზოგადოება „ლაღიძე“. ქუჩაზე იყო თბილისის უმსხვილესი აგრარული ბაზარი, ცენტრალური „სუპერმარკეტი“, ყოფილი „დეზერტირების ბაზარი“ – ასე ეწოდა I მსოფლიო ომის დროინდელი რუსეთის არმიის ჯარისკაცების ხშირი თავშეყრის გამო (ამჟამად მიმდინარეობს რეკონსტრუქცია). შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.
- მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა − ქუჩა თბილისში. გლდანი-ნაძალადევის რაიონი (გლდანი); თიანეთის გზატკეცილიდან მიხეილ ხერგიანის ქუჩამდე. ადრე ვაჟა-ფშაველას ქუჩა ერქვა. მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელი ეწოდა 1981.