წინაუბნის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 17 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Nshengelaia (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წინაუბნის ქუჩა − ქუჩა თბილისში. ვაკე-საბურთალოს რაიონი (საბურთალო); ვიქტორ დოლიძის ქუჩიდან იყალთოს გორამდე. წარმოიქმნა XX ს. 20-იან წლებში. 1925–26 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში როგორც წინაუბნის ქუჩა. თბილისის 1934 წ. გეგმაზე დატანილია წინაუბნის ქუჩის სახელწოდებით. ასეა შემდგომ წლებში გამოცემულ ცნობარებშიც.