ღიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:04, 17 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღიმი – (Paxillus atrotomentosus (Fr.)). – სოკო

მსხვილი ღიმი

5-15 (30) სმ სიგანის ქუდი ამობურცულია. სქელი, ექსცენტრიულ ფეხიანი ენისებრია, იმვიათად თითქმის ბრტყელი, მშრალი, ხავერდოვანი ან ტყავისებრ გლუვი, ძირს გადაგრეხილი ნაპირებით, ჟანგმიწისფერ-ყავისფერი ან ზეთისხილისფერ-ყავისფერი, ზოგჯერ დახეთქილია. ფირფიტები ჟანგისფერ-ყვითელია, ფეხზე დაღმავალი, ფეხის მახლობლად ანასტომოზირებულია (ტიზრებიანია).

ფეხის სიმაღლე 5-8 სმ, სიმსხო კი 2-3 სმ, ქუდზე გვერდიდანაა მიმაგრებული, ექსცენტრიული ან ცენტრალური, ცილინდრული ან ფუძესთან გამსხვილებული, მკვრივი, ხავერდოვან-ქერცლოვანი, შავ-ყავისფერი.

რბილობი რამდენადმე მშრალი, ფაშარქსოვილიანი, მოყვითალო ან ღია მურაფერის, რამდენადმე ცხარე, გადანაჭერზე მუქდება. სპორების ფხვნილი ყვითელ-მოყავისფროად, თვით სპორები კი ცალ-ცალკე ღია ყვითელ-მოყავისფრო.

იზრდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, წიწვოვანი ჯიშების, განსაკუთრებით ფიჭვისა და ნაძვის ჯირკებსა და ფესვებზე, აგრეთვე დამპალ ღეროებზეც.

მსხვილი ღიმი დღემდე არაშხამიან, თუმცა დაბალხარისხოვან სოკოდ ითვლება. მისი დამახასიათებელი თავისებურებიდან აღსანიშნავია მსხვილი ფეხის ქუდთან ექსცენტრიული მიმაგრება.

წვრილი ღიმი

ჩვენში ეს სოკო პოპულარული არაა, მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა. მისი გვარის მეორე წარმომადგენელია წვრილი ღიმი. ადრე საჭმელ, მაგრამ დაბალი ხარისხის სოკოდ ითვლებოდა. ამ სოკოს მიზეზით რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი რამდენჯერმე გამოყენებით ადამიანის სისხლში სპეციალური ანტისხეული (აგლუტინინი) წარმოიშობა, რომელიც სოკოს ანტისხეულებზე რეაგირებს. აგლუტინინი იმდენი რაოდენობით გროვდება, რომ შლის არა მარტო სოკოს ანტისხეულებს, არამედ ადამიანის სისხლის წითელ ბურთულებსაც. ამიტომ მოწამვლის შედეგები შეიძლება სრულიად განუსაზღვრელ დროში გამოვლინდეს, რამდენიმე წლის შემდეგაც კი. ღიმის აქ განხილული ორივე სახეობა საჭმელად არ გამოიყენება.

წყარო

სოკოები: გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები