ურბნისის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 18 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურბნისის ქუჩა

ურბნისის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ღვინის აღმართიდან ისნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თავდაპირველად – ციხის, შემდეგ მაცხოვრის ქუჩა ერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წლიდან ურბნისის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე არის ერეკლე II-ის მეუღლის დარეჯანის სასახლის კომპლექსი „საჩინო“ (XVIII ს. გადაკეთებულია XIX საუკუნეში) ციხის გალავნის ნაშთი (XVII ს.).


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები