არუთინოვი ფილიპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:24, 18 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფილიპე არტემის ძე არუთინოვი − (23.08.1855 – 1916), გენერალ-მაიორი (18.02.1916).
დაიბადა ქ. ტფილისში. საერთო განათლება მიიღო სახლში. ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან. დაამთავრა პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი.მსახურობდა კავკასიის I მსროლელ ბატალიონში. დაამთავრა ალექსანდრეს სახელის სამხედრო-იურიდიული აკადემია (მე-2 თანრიგით).
1908-1916 წლებში მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის პოლიცმაისტერად.
1908 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1916 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, მუნდირით და პენსიონით.
დაჯილდოებული იყო: რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის,II (1902) II წმ. ანას II (1906), წმ.ვლადიმერის IV (1913) ხარისის ორდენებით.