ახვერდოვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე
ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ახვერდოვი – (15.(27).10.1841 – 1902), გენერალ-მაიორი (23.03.1898).
გენერალ-ლეიტენანტ ნ.ა. ახვერდოვის (1800-1876) შვილი. დაიბადა ქ. მოსკოვში, სადაც მამამისი გადიოდა სამხედრო სამსახურს. დაამთავრა პაჟთა კორპუსი.
1860 წლიდან მსახურობდა ვლადიმერის ულანთა პოლკში.
1863 წლიდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის დრაგუნთა პოლკში.
მონაწილეობდა პოლონეთის 1863 წლის აჯანყების დაშოშმინებაში. (1877-1878) წლების ომის დროს მსახურობდა პლევნის რაზმის შემადგენლობაში, ხოლო შემდგომ გენერალ გურკოს დასავლეთის რაზმის შემადგენლობაში. ომის დროს მძიმედ დაიჭრა. 1881 წლის 23 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1887 წელს დაინიშნა კავალერიის მე-11 სათადარიგო კადრის მეთაურად.
1898-1901 წლებში მეთაურობდა კავალერიის რეზერვის მე-6 ბრიგადას.
1901-1902 წლებში მეთაურობდა კავალერიის რეზერვის I ბრიგადას.
გარდაიცვალა და დაკრძალულია ვორონეჟის გუბერნიის ქ.ბორისოგლებსკში.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო: წმ.გიორგის IV ხარ. (ოცდახუთწლიანი უმწიკვლო სამხედრო სამსახურისთვის – 03.12.1839), ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ (1828) და რუსეთის ორდენებით:
წმ. სტანისლავის II (მახვილებით და ბაფთით – 1878) და I ხარ. (1901);
წმ. ანას IV („მამაცობისათვის“ – 1863), III (მახვილებით და ბაფთით-1878) და II ხარ. (მახვილებით-1878);
წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით და ბაფთით – 1896), და III ხარ. (1896).
მიღებული ჰქონდა რუმინეთის ჯვარი „დუნაიზე გადასვლისათვის“ (1879).