ლევან ქართლელიშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან ქართლელიშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონი (ლოტკინი); ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა დიდი მთავრის დიმიტრის სახელი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წლიდან – თ. კამალოვის, ხოლო 1999 წლიდან ლევან ქართლელიშვილის სახელი ეწოდა.