ბესარიონ ქებურიას დასახლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბესარიონ ქებურიას დასახლება − ისანი-სამგორის რაიონი. დასახლება თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო და აეროპორტის დასახლებებს შორის. ადრე ერქვა ქვემო ალექსეევკის დასახლება. 1999 წელს მიენიჭა ბ. ქებურიას სახელი. ბესარიონ ქებურიას დასახლების: I ქუჩა, III ქუჩიდან II ქუჩამდე. II ქუჩა, დასაწყისი I ქუჩიდან. III ქუჩა, V ქუჩიდან ლეო დავითაშვილის ქუჩამდე. IV ქუჩა, III ქუჩიდან იაკობ ხვედელიანის ქუჩამდე. V ქუჩა, დასაწყისი III ქუჩიდან.