ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yazbegis gamziri.png

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი − გამზირი თბილისში. ვაკე-საბურთალოს რაიონი (საბურთალო); პეკინის გამზირიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში, 1941 წელს დაერქვა ი. პავლოვის. 1990 წელს – ალექსანდრე ყაზბეგის სახელი. ალექსანდრე ყაზბეგის ვაჟა-ფშაველას გამზირთან ერთად წარმოადგენს საბურთალოს ცენტრალურ მაგისტრალს. მისი განაშენიანება დაიწყო 1956 წლიდან. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, გამზირზე განლაგებულია სასწავლო სამეცნიერო ადმინისტრაციულ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები. ქუჩაზეა ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტიტი, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, ვ. ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. 2006 წლიდან ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ ბაღს მიენიჭა ვ. გოძიაშვილის სახელი.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები