ასკანის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასკანის ქუჩა − ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (კლდისუბანი); ბეთლემის ქუჩიდან გომის ქუჩამდე, წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. ადრე ერქვა ფეთხაინის II აღმართი (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), მეორენაირად — მიძინების აღმართი. სახელწოდება უკავშირდებოდა ბეთლემის (ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ზედა ეკლესიას (ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია). 1925 წელს ნიკო მარის I ქუჩა დაერქვა, 1938 წელს — ასკანის ქუჩა. ქუჩაზე და ჩიხებში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ქვემო გომის შესახვევი, ხოლო გომის ქუჩის მონაკვეთი ბეთლემის აღმართიდან ასკანის შესახვევამდე — როგორც ასკანის შესახვევი), 4 ჩიხი.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები