ასხის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასხის ქუჩა− ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ლებარდის ქუჩიდან ცაიშის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. ადრე ერქვა ჩუღურეთის აგარაკის, შემდეგ – ასხინის ქუჩა, რაც ასხის რუსიფიცირებული ფორმაა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ასხის ქუჩა. 1939 წელს დაერქვა პოლინა ოსიპენკოს სახელი, 1990 წელს ეწოდა ჩუღურეთის ქუჩა, შემდეგ დაუბრუნდა ძველი სახელი.