აფხაზეთის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აფხაზეთის ქუჩა − ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი (გიგო) ზაზიაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 1923 წლამდე ვლადიმერის II შესახვევი ერქვა, შემდეგ — აფხაზეთის შესახვევი. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ქუჩა. აქვს 2 შესახვევი (II შესახვევი. — ყოფილი ცხრაძმის II შესახვევი, III შესახვევი — ყოფილი ცხრა ძმის III შესახვევი).