წყურის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აწყურის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); კასპის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 20-იან წლებამდე ფერმა-ავლაბრის დიდი პროსპექტი ერქვა. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც აწყურის დიდი პროსპექტი, 1940 წლის ცნობარში — როგორც აწყურის ქუჩა. აქვს 1 შესახვევი (ყოფილი შირაქის III შესახვევი, შემდგომ — აწყურის I შესახვევი).